პაპუაშვილი – საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას

საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი „ნაციონალური მოძრაობის“ იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით და შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად იგივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს, იყვნენ იგივე ადამიანები მათ შორის და იგივე უბნები დაახლოებით. ზუგდიდის რაიონში და თბილისის რამდენიმე უბანში იყო ძირითადად ინციდენტები.

ასე რომ საერთო ჯამში მთელმა პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, მიუხედავად იმისა, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთები ეს პროცესი წარმოეჩინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიISFED 16:00 საათის შემდეგ, უბნებზე კენჭისყრის დასრულებამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიადაპირისპირება რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანთან – ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს