დაპირისპირება ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ანაკლიის მაჟორიტარი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ანაკლიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ,,ნაციონალური მოხრაობის” წევრი დათა შელია, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი იყო ვინც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქი მოიგო წელს არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და შესაბამის განცხადებას ფეისბუქში აქვეყნებს:

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარ-დეპუტატი, თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა მიუხედავად ყველაფრისა უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენთაგანისთვის და ანაკლიისთვის რომელიც ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ობიექტური მიზეზების გამო უარს ვამბობ კენჭი ვიყარო ანაკლია,ერგეტა,ორულუ,და დიდინეძის მაჟორიტარად.

მე ბრძოლას არ შეწყვეტ ანაკლიის და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება როგორც ყოველთვის შემდგომშიაც თქვენს გვერდით ვიქნები”- წერს დათა შელია.

დათა შელია არც პროპორციულ სიაშია. სიაში ჩაწერაზე უარი თავად თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაპირისპირება აქვს ნაცმოძრაობის მეორე ფრთასთან. ამ ფრთას ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია ხელმძღვანელობს.
აღნიშნული ფრაქციიის თავმჯდომარე ანა წითლიძე იყო. ეს უკანასკნელი პარლამენტში შევიდა და თანამდებობა ვაკანტური გახდა. დათა შელიას სურდა ამ თანანდებობის დაკავება, მაგრამ ზუგდიდელმა ნაციონალებმა ბასილაიას დაუჭირეს მხარი.
ბასილაიას არჩევას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მას ავტოავარიაში დაღუპული ირაკლი გაწერელიას მეუღკემ ფატი შენგელიამ წუთელი საღებავი შეასხა. გაწერელია 2020 წელს დაიღუპა. ის ენმ-ს წევრი იყო. მანამდე კი სუს-ის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილის მეუღლეს პროტესტი უყურადღებობამ გამოიწვია. ფატი შენგელია აღშფოთებული იყო, რომ სასამართლოზე სადაც ავტოავარიის დეტალები განიხილებოდა “ნაციონალებიდან” არავინ მისულა.

banner
წინა სტატიაში2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა