დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – „პატრიოტთა ალიანსი“ შესაძლოა, მოშიმშილეებს შეუერთდეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ მამუკა ტუსკაძეს პოლიციამ გასაშლელი საწოლის დადგმის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია მალევე განეიტრალდა.

მანამდე კი, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მოქალაქე სამდღიანი შიმშილობის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის, ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელის მამუკა ტუსკაძის თქმით, პოლიციის დღევანდელი საქციელი აშკარად არღვევს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მამუკა ტუსკაძის თქმით, კანონში ნათლად წერია, რომ ადამიანს უფლება აქვს შიმშილობისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნას, რის უფლებაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს.

მამუკა ტუსკაძე საქართველოს პრემიერს მეანაბრეებთან შესახვედრად ვადას პარასკევამდე აძლევს. მამუკა ტუსკაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი კვირიკაშვილი საფინანსო კომპანიისგან დაზარალებულებს არ შეხვდება, ისიც და მისი პარტიის სხვა წევრებიც მოშიმშილეებს შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები დაკარგული ანაბრების დაბრუნებას მთავრობისგან 8 თვეზე მეტია ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგი და ბავშვთა უფლებები ქვეყანაში – აშშ-ის რეკომენდაცია საქართველოს
შემდეგი სტატიასომხეთი არ აპირებს გაგზავნოს სირიაში სამხედრო კონტიგენტი