სომხეთი არ აპირებს გაგზავნოს სირიაში სამხედრო კონტიგენტი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარქისიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი სირიაში არ გააგზავნის სამხედრო კონტიგენტს და შემოიფარგლება ჰუმანიტარული დახმარების გზავნილით.
მინისტრის თქმით, სამხედროების გაგზავნა სირიაში სომხეთის მთავრობის მიერ ამ ეტაპზე არ განიხილება და თუ ერევანი მომავალში მაინც გადაწყვეტს სირიაში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას, იგი ფორმირებული იქნება მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე და არ შეეხება წვევამდელებს.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – „პატრიოტთა ალიანსი“ შესაძლოა, მოშიმშილეებს შეუერთდეს
შემდეგი სტატიააშშ ზრდის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას