დამენია – “ოცნება” და მისი სპეცსამსახურები ყველას უსმენენ, საძინებელში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ თანამდებობიდან გადადგეს“ – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მასალები.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მომხდარზე პასუხს ამომრჩეველი 2 ოქტომბერს, არჩევნებზე გასცემს.

„საქართველოში, “ქართული ოცნება” და მისი სპეცსამსახურები ფაქტობრივად ყველას უსმენენ, საძინებლებში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

რაც შეეხება მთლიანად “ქართულ ოცნებას”, იმ უტიფრობისთვის, რასაც დღეს საქართველოში სჩადიან, 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გასცემს საკადრის პასუხს, ისინი აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან ამ არჩევნებში“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშილამარა აბჟანდაძე “აიცერი და მოიგეს” გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაკუჭავა – დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ