კუჭავა – დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მტკიცე პოლიტიკას ვახორციელებთ, დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შიდა ქართლში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გმირ ოჯახებს, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ კარმიდამოს არ ტოვებენ და ბოლომდე ცდილობენ სწორედ აქ შექმნან სარგებელი თავიანთი ოჯახებისთვის და მთელი რეგიონისთვის. ოკუპაცია დროებითია. ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ.

თქვენი აქტიურობა არჩევნებზე მნიშვნელოვანი, რათა დავასრულოთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია და შემოვიტანოთ ბევრი სიახლე არა მარტო ამ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც იმ ახალ საარჩევნო სისტემას, სადაც მაქსიმალურად არის წარმოდგენილი ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც შეიძლებოდა გაგვეთვალისწინებინა კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ეს მოხდა საერთო კონსენსუსის საფუძველზე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. პირველად საქართველოში ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიას, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას, რომელიც ყველას გვაინტერესებს და ამას ელოდება არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, ელოდებიან სხვა ქვეყნებში, რომელთაც დიდი მოლოდინი აქვთ, თუ როგორ შევძლებთ ამ სისტემების დანერგვას და მართვას“, – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, დავიცვათ კოვიდუსაფრთხოების წესები. ვაქცინაცია არის პირველი გამოსავალი, რომ ჩვენ შევძლოთ უხილავი მტრის დამარცხება, ჩვენი ოჯახების და ახლობლების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.

დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში. სადაც ყველას თავისუფლად შეეძლება არჩევანის გაკეთება. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. პროვოკაციები მოსალოდნელია მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან ვიცით, მზად ვართ იმისთვის რომ უზრუნველვყოთ არჩევნების მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარება.

გეგმები, ხედვები, რომელიც გაგვაჩნია, გვარწმუნებს, რომ პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიდამენია – “ოცნება” და მისი სპეცსამსახურები ყველას უსმენენ, საძინებელში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ
შემდეგი სტატიადამენია – ღარიბაშვილი, 5-6 ივლისის მოვლენების გამო, ციხეში უნდა იჯდეს