დამასკომ პირობა დადო, რომ დაუპატიჟებელ უცხოელ სამხედროებს სახლში კუბოებით დააბრუნებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2016 22:24

დამასკომ პირობა დადო, რომ დაუპატიჟებელ უცხოელ სამხედროებს სახლში კუბოებით დააბრუნებს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალლემ, პირობა დადო, რომ ყველა უცხოელი სამხედრო, რომელიც სირიის სამხედრო ოპერაციებში დაუპატიჟებლად მონაწილეობს “სახლებში ხის კუბოებით დაბრუნდებიან” – ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა – წერს “ასოშეიტედ პრესი”.

მისი სიტყვები ბახრეინის განცხადების საპასუხოდ იყო გაკეთებული, რომელმაც საუდის არაბეთთან ერთად განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადებიან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ.

“ნებისმიერი საჰაერო შემოჭრა სირიის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, შეფასებული იქნება როგორც აგრესია, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეები შეეწინააღმდეეგბიან. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ისინი (უცხოელი სამხედროები-რედ) სახლში ხის კუბოებით დაბრუნდებიან” – განაცხადა მინისტრმა.

საუდის არაბეთმა და ბახრეინმა მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღოს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციასთან ერთად, რომელსაც აშშ მეთაურობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2016 22:24

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics