დალია გრიბაუსკაიტე: თუ ქართველ ხალხს სჯერა პუტინის, ეს მისი არჩევანია, მე არ მჯერა

„ვულოცავ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ პოზიტიურ შეფასებას“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ეხება, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მოკლე კომენტარს აკეთებს.

„თუ ქართველ ხალხს სჯერა პუტინის, ეს მისი არჩევანია. მე არ მჯერა!“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა: „რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, ის ამაზე ფიქრობს“.

 

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დაკავებულია