კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დაკავებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დაკავებულია ადასტურებს, თუმცა თალაკვაძემ მედიასთან დეტალებზე საუბრისგან თვაი შეიკავა.

შეგახსენებთ რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დღეს დააკავა. მოადგილის დაკავებაზე კრწანისის გამგებელს გიორგი კოპალეიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია – ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კოემენტარი არ გაუკეთებია არც თბილისის მერს.

banner
წინა სტატიაშიდალია გრიბაუსკაიტე: თუ ქართველ ხალხს სჯერა პუტინის, ეს მისი არჩევანია, მე არ მჯერა
შემდეგი სტატიაჟოზე მაურინიო “ჩელსიდან” გაუშვეს