დაკლებულია წონაში, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა ვივა მედში მესამე პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ თქვა, შეხვედრაზე ძირითადად ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფაა.

“ბოლოს და ბოლოს იმედია, წარმოგვიდგენენ ექიმები დიაგნოზს და გვეცოდინება უფრო ზუსტად. ისე, დაკლებულია წონაში. რაც შეეხება მის განწყობას, რა თქმა უნდა, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ, ის რაც მოხდა გუშინ, მიაჩნია, რომ ესაა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს და ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნება კიდევ რაღაცას მივაღწიოთ”, – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს – უკრაინამ უნდა მოიგოს ომი! ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი ველოსიპედიდან გადმოვარდა ( ვიდეო)