დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს – უკრაინამ უნდა მოიგოს ომი! ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა – პოდოლიაკი

უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეიარაღების გაზრდა თამაშობს.

“დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო ამბიციურია: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა. პარიტეტულობა არის გამარჯვების გასაღები”, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიმათთვის უბრალო ადამიანების სიცოცხლე ერთი გროშიც არ ღირს, მთავარია მათი ჯიბეები ძვირფასი ვალუტით გაივსოს – კადიროვი უკრაინის ხელმძღვანელობაზე
შემდეგი სტატიადაკლებულია წონაში, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე