დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება

დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს, პირბადე უნდა ატაროს, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშირესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ყველას მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის