რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება
შემდეგი სტატიადახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება