დაყავი, გარყვენი და იბატონე – ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც ,,ოცნებას” შეუძლია – ნაცვლიშვილი

დაყავი, გარყვენი და იბატონე – ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც „ოცნებას“ შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის – იმ შვილებისთვის, ვისი სახელითაც დადგეს ეს ატრაქციონები და ბატუტები! , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მერიის თანამშრომლების მიერ პარლამენტის წინ კარვების აღებისა და ატრაქციონების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები დაუპირისპირეს შვილმოკლულ მამას, „კაცს, რომელსაც ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმის უფლებაც წაართვეს, სიმართლე იცოდეს- ვინ და რატომ ჩაიდინა ეს!“

„ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი! ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა!

არც ერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე. თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ!’’ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტთან საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მიტანილი სასრიალო ზვიგენი ჩაიფუშა