თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტთან საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ.

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
შემდეგი სტატიადაყავი, გარყვენი და იბატონე – ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც ,,ოცნებას” შეუძლია – ნაცვლიშვილი