დაკავებულმა აღიარა, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერს ხელნაკეთი იარაღით ესროლა და მკვლელობის მოტივი დაასახელა

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სროლის ადგილზე 41 წლის ტეცუია იამაგამი დააკავეს.

ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ აბეს ესროლა. მან ასევე უთხრა ოფიცრებს, რომ სროლისას ხელნაკეთი იარაღი გამოიყენა.

კაცმა, რომელმაც იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრს ესროლა, თქვა, რომ ნაწყენი იყო “კონკრეტულ ორგანიზაციაზე”. იამაგამის სჯეროდა, რომ შინძო აბე ამ ჯგუფის ნაწილი იყო, რის გამოც მან ესროლა.

იაპონელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას რამდენიმე ხელნაკეთი იარაღი იპოვეს. პოლიციის ცნობით, გამოძიება ადგილობრივი დროით 17:17 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 67 წლის შინძო აბეს, დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს.

შინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრი ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო. პირველად პრემიერის პოსტს ის 2006- 2007 წლებში, ხოლო მეორედ 2012- 2020 წლებში იკავებდა. 2020 წელს კი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თანამდებობიდან გადადგა.

banner
წინა სტატიაშიპირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები – ატალახებული აქვთ მისი კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილის ჯიბრი კი არ მაქვს, არ მინდა, რომელიმე მდიდარი ადამიანის სათამაშო იყოს ქვეყანა – „ქართული ოცნება” ეცდება, გამოაძვრინოს ივანიშვილი, ალბათ არც იმას მოერიდებიან, თქვან ღარიბი კაცია, სად აქვს მაგდენი ფულიო – ელისაშვილი