პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები – ატალახებული აქვთ მისი კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ – ელისაშვილი

პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩანიშვნა – ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი, ახლა გაახსენდათ, რომ თურმე მასთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია პაპუაშვილი, – ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი შალვა პაპუაშვილს არ შეხვდა.

მისი თქმით, საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება და მიუღებელია, როცა პოლიტიკოსები დიალოგზე უარს ამბობენ.

“მთავარი არის ერთი რამ, რაც მე ვერ გავიგე, ესაა საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე ჩვენს პოლიტიკოსებში – “არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები”. ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა სჭირდებათ, თავის მატერიალურ ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, რომ თურმე პაპუაშვილის კაბინეტს არ გაეკარებიან სათოფეზე. მშვენივრად დადიან თავის პირადი ინტერესებისთვის, ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ.

ძალიან კარგად დადიან და დაძვრებიან პაპუაშვილის კაბინეტში პირადი რაღაცები რომ სჭირდებათ, ახლა გაახსენდათ, რომ თურმე პაპუაშვილთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია პაპუაშვილი, დადიან მატერიალურ ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა, რომ არ დადიოდნენ და ბოიკოტში რომ იყვნენ იმ პერიოდის. ამოიღეთ დოკუმენტებით. არავის არ მისცა, მაგრამ ძალიან უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომ დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო, მაგაზე ხომ დადიოდნენ?!”- აცხადებს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშინევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიადაკავებულმა აღიარა, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერს ხელნაკეთი იარაღით ესროლა და მკვლელობის მოტივი დაასახელა