“დაკავებულიც უნდა იქნეს, კანონიც უნდა გამკაცრდეს” – გიორგი ვოლსკი კორცხელის ინციდენტზე

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

კორცხელის ინციდენტში მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, კანონის გამკაცრებაა საჭირო.

„2012 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი, როდესაც ძალადობა და მუშტებზე ყურება არის დამახასიათებელი წინასაარჩევნო და ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისათვის. დაკავებულიც უნდა იქნეს, კანონიც უნდა გამკაცრდეს და საერთოდ მომავალს უნდა ვუყუროთ უფრო სხვა პერსპექტივით,“ – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა 6 სპორტსმენს ბრალი წარუდგინა. განცხადება შსს-მ გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძეს ვურჩევ ნუ იცრუებს
შემდეგი სტატიაენმ: არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია