დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც სხვადასხვა ობიექტებში 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ რომ მოლაპარაკების მე-5 რაუნდი მიმდინარე კვირაში შედგება