მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა

მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე საპასუხოდ ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, რატომ განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა უფრო ღრმა გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება
შემდეგი სტატიადაკავებულია 4 პირი, რომლებმაც სხვადასხვა ობიექტებში 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღეს