დაკავებული დეკანოზის დასაკითხად ჯერ პროკურატურის წარმომადგენლები არ მისულან

ე.წ ციანიდის საქმეზე დღეს ჩვენება უნდა მისცეს დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძე, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლები ჯერ ე.წ. მატროსოვის ციხეში არ მისულა. მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ადვოკატები უკვე იმყოფებიან. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბრალდებულთან რამდენიმე წუთის წინ შევიდა. როგორც მან ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენების მიცემის პროცესი. უცნობია ისიც, თუ რა დროს დაიწყება დაკავებული დეკანოზის დაკითხვა.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლა ევროპაში -საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში დღეს მიიღებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს – ეს აბსურდია