,,დაკავებულ,, მტრედს 178 აბი ნარკოტიკი გადაჰქონდა

ნაჭრისაგან ხელით შეკერილი ზურგჩანთაში, რომელიც მტრედს ეკეთა, 178 აბი ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ ,,ექსტაზი,, აღმოაჩინეს.
არაბული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კუვეითელმა სამართალდამცავებმა მტრედი თავიანთი განყოფილების ერთ-ერთ საზღვრისპირა ოფისთან დაიჭირეს, სადაც მტრედი რატომღაც თავად მიფრინდა.
ხელთნაკეთ ზურგჩანთაში, რომელიც ნარკოდილერებს სპეციალურად მტრედისფერი ნაჭრისგან შეეკერათ, აღმოჩენილი ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ მტრედს, ნარკოტიკები ერაყის ტერიტორიიდან გადაჰქონდა, საიდანაც ძირითადად ვრცელდება ნარკოტიკები მეზობელ არაბულ ქვეყნებში.
კუვეიტისა და რიგი არაბული ქვეყნებს კანონმდებლობით, ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში სიკვდილით ისჯება, თუმცა მტრედი არ დაუსჯიათ და ის ახლა თავისუფლებაზეა. აცხადებს არაბული მედია.

banner
წინა სტატიაშიპუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს?
შემდეგი სტატიატრამპის გარშემო კომპრომატების წრე მჭიდროვდება