ტრამპის გარშემო კომპრომატების წრე მჭიდროვდება

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სთხოვა ქვეყნის ორი მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ მათ უარყოფა მოეხდინათ ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც ტრამპის შტაბსა და რუსეთს შორის კავშირი იკვეთებოდა, თუმცა სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებმა ეს თხოვნა უადგილოდ ჩათვალეს და უარი უთხრეს პრეზიდენტს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტის თვეში, მას შემდეგ რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ კონგრესმენებს გააცნო ინფორმაცია, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპმა მიმართა ნაციონალური დაზვერვის და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებს დანიელ კოუტსა და ადმირალ მაიკ როჯერს, რომ მათ უარყოფა მოეხდინათ იმ ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და ტრამპის შტაბს შორის კოორდინირებული მოქმედებები მიმდინარეობდა.
ტრამპის მიმართ ამერიკულ მედიაში გამოთქმულ ბრალდებებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ სამშაბათს 23 მაისს კონგრესში გამართულ კომიტეტის მოსმენაზე, კოუტსმა არ უარყო ტრამპის მიერ ზემოხსენებული მოთხოვნის ინფორმაცია, თუმცა კომენტარი არ გააკეთა ამ თემაზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის კვალთან დაკავშირებით რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს… ,,მისი შედეგები სწორი დასკვნებამდე მიგვიყვანს,, აცხადებს კოუტსი.
ამ თემასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა სენატორმ ჯონ მაკკეინიმ, რომელმაც ,,ვაშინგტონ პოსტთან,, განაცხადა, რომ თუ ტრამპს ჰქონდა რამე შეცდომა და ის რუსეთთან კავშირში იყო წინასაარჩევნო კამპანიაში უპირატესობის მოსაპოვებლად, მან ამის სესახებ ღიად უნდა თქვას და ამერიკელ ხალხს პატიება უნდა სთხოვოს. ,,მე ვფიქრობ ხალხი აპატიებს ტრამპს. ჩვენ ამერიკელები არ ვართ მიჩვეული რომ ყველგან იდეალური ადამიანები დაგვხდებიან… ამიტომ ჩვენი ხალხი დიდსულოვანი და მიმტვებელია,, აცხადებს მაკკეინი.

banner
წინა სტატიაში,,დაკავებულ,, მტრედს 178 აბი ნარკოტიკი გადაჰქონდა
შემდეგი სტატიაეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა