დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად – ღარიბაშვილი მელიაზე

ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს და გირაოც მიიღო – ასე ესმის პრემიერ ღარიბაშვილს ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდა.

“აღარ არის საინტერესო… დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგული სპექტაკლები და შოუ.

მე მაქვს შემდეგი პოზიცია – ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქი-ბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”, – თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობალაძე – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე გაიცა 1000 ლარიანი კომპენსაცია, საომარი მოქმედებების მონაწილეების ოჯახის წევრებზე კი 500 ლარიანი შემწეობა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა