კობალაძე – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე გაიცა 1000 ლარიანი კომპენსაცია, საომარი მოქმედებების მონაწილეების ოჯახის წევრებზე კი 500 ლარიანი შემწეობა

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავს. 700 000 -მდე საქართველოს მოქალაქე იყო გაგზავნილი საიდანაც, 300 000-ზე მეტი ვერ დაბრუნდა, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ვეტერანებისთვის შემწეობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან ძნელი იყო გვეპოვა საქართველოში ოჯახები, რომლებიც არ იყვნენ ირიბად დაკავშირებული იმ ტრაგედიასთან, რაც დატრიალდა მეორე სამამულო ომის დროს. უდიდესი პატივისცემით და მოკრძალებით მინდა მივულოცო ჩვენ გმირ წინაპრებს ამ ერთ-ერთ მასშტაბიან და ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში გამარჯვება. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანზე გაიცა 1000 ლარიანი კომპენსაცია, ამავე დროს არის საომარი მოქმედებების მონაწილეების ოჯახის წევრებზე 500 ლარიანი შემწეობა. იმ კრიზისისთვის, რომელშიც დღეს არის სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის ღირსების და პატივის საკითხი“, – განაცხადა კობალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 813 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიადაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად – ღარიბაშვილი მელიაზე