„დაიცავი საქართველო“ 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს – კობახიძის პროგნოზი

პარლამენტის თვმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ „დაიცავი საქართველო“ 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს.

„3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე, არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად, საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“ – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ოცნებაში” პორტირებულმა ნაცებმა გახარიას პროვოკაცია მოუწყვეს