დაღესტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლომა დაღესტანში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაზე, რომელიც წუხელ მოხდა. უცნობი პირები პოლიციელებს ორჯერ დაესხნენ თავს, შემდეგ კი მიიმალნენ.
როგორც ჯგუფ SITE-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბოევიკების განცხადებებს ავრცელებს ინტერნეტში, “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიურმა ქვედანაყოფმა აიღო ორივე შეტევაზე პასუხისმგებლობა, რომლის მსხვერპლი ოთხი პოლიციელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გროზნოში 19 დეკემბერს პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმაზეც “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა.

banner
წინა სტატიაში(Foto) ჯორჯ მაიკლი: ლამაზი, ნიჭიერი, წარმატებული და უბედური
შემდეგი სტატიარუსული Ту-154-ის ჩამოვარდნაში უშიშროებამ ტერაქტის კვალი ვერ იპოვა