რუსული Ту-154-ის ჩამოვარდნაში უშიშროებამ ტერაქტის კვალი ვერ იპოვა

იმის ნიშნები, რომ თვითმფრინავ Ту-154-ზე ტერაქტი მოხდა, ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი – რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თვითმფრინავს არ გადაჰქონდა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთი. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს “შავი ყუთის” შესწავლა. პირველადი ვერსიით, სირიაში მიმავალი თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლებელია გამოეწვია “ძრავში უცხო სხეულის მოხვედრას, უხარისხო საწვავს, პილოტირების შეცდომას ან თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას”.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ტერაქტის ვერსია ფაქტობრივად გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 გუშინ, სოჭში, ფაქტობრივად აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 8 სამხედრო პირი წოდებებით კაპიტნიდან- გენერალ-ლეიტენატამდე, მუსიკალური ანსამბლის 64 წევრი, ეკიპაჟის 8 წევრი და სხვა.
კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

დღეს რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
შემდეგი სტატიასირიიელი ლტოლვილები თურქეთის არმიაში იმსახურებენ?