(Foto) ჯორჯ მაიკლი: ლამაზი, ნიჭიერი, წარმატებული და უბედური

კვირას, ინგლისში, საკუთარ სახლში მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. მუსიკოსის, სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის განსაკუთრებული უნარების გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული არტისტი იყო.
ღმერთმა მას მშვენიერი გარეგნობა და კარგი ხმა მისცა, სცენურმა მანერებმა კი მისი კონცერტები რამდენიმე თაობისათვის საყვარელი გახადა.
პირველ წარმატებას მან ჯგუფ Wham!-ში მიაღწია, სოლო კარიერამ კი ბევრი ჯილდო მოუტანა და მულტიმილიონერი გახდა.
ამავე დროს ნარკოტიკებმა და პოლიციასთან კონფლიქტმა მისი რეპუტაცია ძალიან შეარყია და გარკვეული პერიოდის მანძილზე მუსიკოსის ნიჭი დაჩრდილა კიდეც.

მომღერლის ნამდვილი სახელია იორგოს კირიაკოს პანაიოტუ. ის ლონდონში 1963 წლის 25 ივნისს დაიბადა. მომღერლის მამა ბრიტანეთში კვიპროსიდან ჩავიდა 50-იან წლებში. მას პატარა ბერძნული რესტორანი ჰქონდა გახსნილი. დედა ინგლისელი მოცეკვავე იყო.
მომავალი ვარსკვლავის ბავშვობა უპრობლემო არ ყოფილა. მაიკლი იხსენებდა, რომ მშობლები გამუდმებით მუშაობდნენ რომ ოჯახი შეენახათ და ურთიერთობისთვის დრო არ ჰქონდათ.

“არასდროს ვუქივართ, არასდროს ჩამხუტებიან. ბედნიერი ჯადოსნური ბავშვობისგან შორს ვიყავი” – ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა.
როცა იორგოსი მოზარდი იყო, ოჯახი ხერტფორდშირის საგრაფოში გადავიდა, სადაც ის თანაკლასელ ენდრიუ რიჯლის მუსიკისადმი ინტერესის გამო დაუმეგობრდა, მალე ისინი სხვა მეგობრებთან ერთად აარსებენ ჯგუფს, რომელიც სკას მღეროდა, თუმცა, ჯგუფს დიდი ხანი არ უარსებია.
1981 წელს მაიკლმა და რიჯლიმ ჯგუფი Wham! დააარსეს. პირველი სინგლი შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მეორე “Young Guns (Go For It)” -მა წარმატება და პოპულარობა მოუტანათ. ჯგუფი თავდაპირველად მეამბოხე სიმღერებით გამოირჩეოდა, თუმცა, მალე ისინი სტანდარტული პოპ-მუსიკოსები გახდნენ . სიმღერა “Wake Me Up Before You Go-Go” ოკეანის ორივე მხარეს ჰიტი გახდა.

მაიკლი ჯგუფის უპირობი ფრონტმენი იყო და მისი სოლო კარიერა, ფაქტობრივად გარდაუვალი ჩანდა. 1984 წელს გამოსული სინგლი “Careless Whisper”, რიჯლისთან ერთად დაიწერა, მაგრამ პრაქტიკულად ჯორჯ მაიკლის სოლო ფირფიტა იყო. Wham! საბოლოოდ 1986 წელს დაიშალა, მომავალი წლის გაზაფხულზე ჯორჯ მაიკლმა არეტა ფრანკლინთან ერთად გამოუშვა სინგლი “I Knew You Were Waiting (For Me)”. ამავე პერიოდში მოხდა მის სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღალი საუბრები. გაზეთ Independent-თან ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ ის არის არა ბისექსუალი, არამედ გეი.

მაიკლმა პირველი მსოფლიო ტურნე, როგორც ვარსკვლავმა 1988 წელს ჩაატარა, რომლის დროსაც დეპრესიის შეტევები ეწყებოდა.
ამერიკაში გასტროლებზე 1991 წელს ის ანსელმო ფელეპს შეხვდა, რომელიც მისი მუდმივი პარტნიორი გახდა, თუმცა, მაიკლი თავს არიდებდა თავის ჰომოსექსუალიზმზე ისაუბრა. ფელეპი 1993 წელს ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. 1994 წელს მუსიკოსი მას უძღვნის სიმღერას Jesus to a Child.
მალე მუსიკოსის დედაც გარდაიცვალა, რამაც მას ისევ განუახლა დეპრესია. ჟურნალ GQ-სთან მან თქვა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა და რომ ეს მისმა ახალმა პარტნიორმა კენი გოსმა გადააფიქრებინა.
1998 წელს ჯორჯ მაიკლი ბევერლი-ჰილზის საზოგადოებრივ ტუალეტში დააკავეს. მას ბრალი გარყვნილებაში დასდეს. მაიკლს ჯარიმა გადაახდევინეს და მიუსაჯეს 80 საათით საზოგადოებრივი მუშაობა.

1999 წელს Songs from the Last Century გამოუშვა. 2004 წელს კი Patience. ბრიტანეთში ალბომი მომენტალურად პოპულარული გახდა, წარმატებული იყო ასევე აშშ-ში. ალბომის გამოსვლის შემდეგ მუსიკოსმა “ბიბისის” უთხრა, რომ გასაყიდად აღარ გამოუშვებს ალბომებს, ამის ნაცვლად, ის თავის მუსიკას ინტერნეტში უფასოდ დადებს, მომხმარებელს კი სთხოვს, რომ შესაძლებლობების მიხედვით თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხონ.

2006 წელს, 15 წლიანი შესვენების შემდეგ ჯორჯ მაიკლი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა.
მისი პირადი ცხოვრება ტაბლოიდების მუდმივი ინტერესის საგანი იყო.
2006 წელს მუსიკოსი დააკავეს და ბრალად ნარკოტიკების შენახვა წაუყენეს. იმავე წელს ერთ-ერთი ტაბლოიდი წერდა, რომ მაიკლი ლონდონის ერთ-ერთ პარკში სექსის დროს შეამჩნიეს. 2010 წელს 8 კვირით ციხე მიუსაჯეს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის ტარების გამო. 2011 წელს მაიკლი და გოსი ერთმანეთს დაშორდნენ.
ჯორჯ მაიკლის ნიჭმა ის მსოფლი ვარსკვლავი გახადა, მაგრამ მუსიკოსი ამის გამო ყოველთვის თავს უხერხულად გრძნობდა.
მუსიკოსი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშითურქეთში პროქურთული პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატიადაღესტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო