დაე, დასავლეთმა მშვიდად იძინოს – ლუკაშენკო

დასავლეთში რაღაც ომის დაწყება საერთოდ არ შედის ბელარუსის სახელმწიფოს ინტერესებში – ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საინფორმაციო სააგენტო Belta-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ მინსკი შეიარაღებული კონფლიქტით დაინტერესებული არ არის, ამიტომ ბელარუსი არ დაემუქრება ევროპის უსაფრთხოებას.

“ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ მუქარას. უფრო მეტიც, არავისზე დამუქრებაც არ შეგვიძლია: ვიცით წინააღმდეგობას ვინც გვიწევს, ამიტომ რაიმე კონფლიქტის დაწყება, დასავლეთში რაღაც ომის დაწყება საერთოდ არ შედის ბელარუსის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ დაე, დასავლეთმა მშვიდად იძინოს”, – თქვა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშისანამ შესაძლებლობა გაქვთ გადით, დატოვეთ ქალაქები – გაიდაის მიმართვა მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა