დადიანის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა დადიანის ქუჩაზე. გადასასვლელ ხიდთან „ავერსის“ აფთიაქი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფთიაქში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ გარკვეული თანხა წაიღო და ადგილიდან მიიმალა.

აფთიაქის თანამშრომლები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს-სასამართლომ მას პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს მელიას უფლებამოსილებას
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა