დაავადებათა ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებს მიმართავს, ინტერვიუს ჩაწერისას 1-1.5 მეტრის დისტანცია დაიცვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წესების დაცვისკენ მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებული ადამიანებისგან ინტერვიუს აღებას ან ზოგადი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ვირუსის მატარებელი შესაძლოა, იყოს ყველა ის პირი, რომელიც კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ბრუნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ასეთია:

„ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ახლო კონტაქტს სავარაუდოდ დაინფიცირებულ პირთან ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება რესპონდენტსაც; ინტერვიუ უნდა აიღონ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით; ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ამ ადამიანებთან ურთიერთობას; დადექით ამ ადამიანებისგან 1-1,5 მეტრის დაშორებით; სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს, სველი წესით გაიწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია. დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დადასტურდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.

banner
წინა სტატიაშიარ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი – გიორგი რურუას წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრის განცხადებით, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება