ცოტა ხანში სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობა დაიწყება

დაახლოებით ერთ საათში სპორტის სასახლეში ქართული ოცნების ყრილობა დაიწყება. პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი.

შეხვედრაზე მიწვეული არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ყრილობიდან რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს პარტიის საარჩევნო სიაც.

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დღეს ქართული ოცნების ავტობუსებით საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მოხდა პარტიის მხარდაჭერების და აქტივისტების მობილიზება.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: „რუსულ კორუფციულ სივრცეში ფულის შოვნა და ევროპაში სახლები – ეს პოლიტიკური თაღლითბაა!“
შემდეგი სტატიასპორტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს