ცვლილებები შსს-ში – მერაბ მალანია მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 5 თებერვლიდან არის გათავისუფლებული.

გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშინუ მოწამლავთ მეზობლებს! „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გვაფრთხილებს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ტერორიზმი – ზალკალიანმა აშშ-ში ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა