საერთაშორისო ტერორიზმი – ზალკალიანმა აშშ-ში ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

შეხვედრას, რომელიც ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

“ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა, ჩვენი კოალიციის პარტნიორებმა და სირიის დემოკრატიული ძალებმა ერთად გაათავისუფლეს პრაქტიკულად მთელი ის ტერიტორია, რომელიც სირიასა და ერაყში ადრე ISIS-ს ეკავა.

იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ ტერიტორიის 100%-ს ვაკონტროლებთ, ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, რაც ალბათ მომავალ კვირას მოხდება.

ISIS-ს აღარ აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული ბაზა, საიდანაც სხვა ქვეყნებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას, უცხოელი მებრძოლების გადაბირებას და რეგიონის მასშტაბით ქაოსის გავრცელებას შეძლებდა. რეგიონის ქვეყნები და ჩვენი კოალიცია გააგრძელებს თავის ვალდებულებებს შესრულებას და ჩვენ ვაგრძელებთ დაჯგუფების ნარჩენების განადგურებას”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

“ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველოსაც უხდება გამკლავება ისეთი გამოწვევების წინააღმდეგ როგორიც არის ტერორიზმი, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს უშუალოდ დაუპირისპირდა საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებას.

სერიოზულ საფრთხეს ქმნის ამ მიმართულებით უკონტროლო ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ხდება უკონტროლო გადაადგილება და ასევე შეიარაღება“-ამბობს დავით ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები შსს-ში – მერაბ მალანია მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„ირაკლი რუხაძე მატყუარაა“ – ხმაურიანი აქცია და მაუდის ქარხნის დაზარალებული თანამშრომელთა მოთხოვნები