“ცვლილებები კიდევ იქნება” – სერგეენკომ ქობულიას გადაყენების მიზეზი არ იცის

მე ასე არ დავარქმევდი რომ მოხსნეს. მინისტრების ცვლილებები ამ წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენებას გამოეხმაურა. სერგეენკოს თქმით, მისთვის უცნობია, რა გახდა ქობულიას მოხსნის მიზეზი:

“რაც შეეხება კონსულტაციებს, ე ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა თ7უცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგანაც ეს არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს ფუნქცია.

კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია.”ამბობს სერგეენკო.

კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა პირადად ის ქობულიას მუშაობით, სერგეენკო პირდაპირ არ პასუხობს:

“მე ჩემს ყველა კოლეგასთან ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს.

ამ საკითხების მართვა ცალსახად არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა და ის დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც გააკეთებს რა თქმა უნდა, შესაბამის განცხადებას” განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ – საკრებულოში ხმაურია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია„არ გამოვა სხვაგვარად – ესენი უნდა გავისტუმროთ!“ – ელისო კილაძე