ცვლილებები არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის დამოუკიდებელ არბიტრად ყოფნას

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც კონსტიტუციის პროექტის არსებულ რედაქციაშია და მისი დამტკიცების შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს. არასამთავრობო ორგანიზაციები იმ შენიშვნებზე მუშაობენ, რომელიც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

„გვქონდა საწინააღმდეგო პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად. ამ საარჩევნო სისტემის პირობებში ფაქტობრივად არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მაღალი ალბათობით აქვს იმის გარანტია, რომ თვითონ განსაზღვროს, ვინ იქნება პრეზიდენტი. ცხადია, ეს არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის დამოუკიდებელ არბიტრად ყოფნას,“ – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს