საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს. დღეს გაფორმდება დეკლარაცია, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.

„არავინ არ მისცემს 21-ე საუკუნეში დღევანდელ მმართველ პარტიას უფლებას, რომ თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია. სხვა გზა არ დარჩა ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ არ დაიწყოს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი მოძრაობა. სწორედ ამ დეკლარაციით საბოლოოდ გაცხადდება ამ მოძრაობის დაწყება და ეს იქნება სამოქალაქო მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია,“ – აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის დამოუკიდებელ არბიტრად ყოფნას
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების საკითხს კენჭი დღეს უნდა უყარონ