ცქიტიშვილი: შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა

ამ ეტაპზე, შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რეგიონებში ეპიდვითარებას გააუარესებს.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება, საქალაქთაშორისო მოძრაობა არის შეზღუდული სწორედ იმისთვის, რომ მობილობა შევამციროთ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ
შემდეგი სტატიათალაკვაძე: შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია