ცოტნე გამსახურდია: „შევარდნაძის დრო გვიბრუნდება!“

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ონიანი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, სვანეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, შსს-ს მიმართავს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
„ეს ორმაგი სტანდარტები გაუგებარია ჩემთვის, ნატა ფერაძემ პლაკატზე, ადამიანის ორგანოს სახელი დაწერა და დააკავეს, სვანეთში ტიპმა, გარე სივრცეში გაიხადა, აქეთ-იქეთ აქნია ეს ორგანო და გმირად იქცა. მაინტერესებს, იქ მყოფ მოსახლეობას, პირადი რეაგირების ნაცვლად, პოლიცია რომ გამოეძახებინა, დააკავებდნენ? თუ თბილისში წვრილმანი ხულოგნობაა და იდენტური ქმედება რეგიონში გმირობა?“

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებითამავე თემას ეხმაურება ცოტნე გამსხურდიაც და „ფეისბუქში“ რიტორიკულად კითხულობს: „მთების ფონზე შიშველი სურათის გადაღება თუ არ შეიძლება, ალბათ,მთის მდინარეში ტანსაცმლიანად უნდა ვიბანაოთ?“
ცოტნე გამსახურდიას თქმითვე, „იმ ტიპებს თუ რამის თავი აქვთ და სვანეთი ასე უყვართ, 35 (!) ჰესის აშენებას და იქაურობის გარდიგარდმო გადავლას რომ აპირებენ, იქ ამოეღოთ ხმა! სხვა სატკივარზე აღარ ვამბობ! ამიხსენით, არ მესმის, მთების ფონზე შიშველი სურათის (გენიტალიებზე ხელაფარებული) გადაღება პირად სივრცეში რითაა ცუდი? ვის ან რას, ან რით მიაყენა შეურაცხყოფა? უბედურება ისაა, რომ სახელმწიფო ვიღაც წვერიანი ტიპების პარპაშზე, ხალხის დაშინებაზე და სავარაუდოდ, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე გატრუნულია! მოკლედ, შევარდნაძის დრო გვიბრუნდება!“

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

https://youtu.be/7V3QHFliSjk

 

banner
წინა სტატიაშიწინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი მოკლა
შემდეგი სტატიამოსკოვში აფხაზეთის მაღიარებელი ნაურუს მინისტრი მკვდარი იპოვეს