მოსკოვში აფხაზეთის მაღიარებელი ნაურუს მინისტრი მკვდარი იპოვეს

მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებული ნაურუს ტრანსპორტის მინისტრი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში სასტუმრო ,,რენესანს მოსკვა მონარხ ცენტრში,, ნაპოვნი იქნა გვამი, რომელიც ნაურუს ტრანსპორტის მინისტრი დოვიგო ვოლტონ სტანლეი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული. რუსული სამართალდამცავები ამ დროისთვის მინისტრის გარდაცვალების მიზეზებს არკვევენ.
როგორც ცნობილია ნაურუს კრემლი, რუსეთის მიერ ოკუპირებული არაღიარებული რეგიონების (მაგალითად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რედ.) აღიარების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას უწევს და ფაქტობრივად ნაყიდი ჰყავს ამ პატარა ქვეყნის ხელისუფლება.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: „შევარდნაძის დრო გვიბრუნდება!“
შემდეგი სტატიაშსს კახეთში მომხდარ მკვლელობაზე: მამაკაცს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა