ცოტნე გამსახურდია: ლომჯარიამ ფეისბუქზე მომწერა, მეგობრებში დამამატე რომ კომენტარი გავაკეთო სტატუსზეო

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანებან. ლომჯარიას ერთადერთი გამოხმაურება ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით იყო ის, რომ ფეისბუქზე მომწერა, მეგობრებში დამამატე რომ კომენტარი გავაკეთო სტატუსზეო. ხომ გახსოვთ, აქ მისი უმოქმედობის და იგნორირების შესახებ დავწერე…

ეს იყო “სახალხო დამცველის” ერთადერთი ნაბიჯი პროკურატურაში ჩვენი შიმშილობის რვა დღის განმავლობაში! ასევე, დაახლოებით 6 თვის წინ მივმართეთ და შევხვდით, რათა შეესწავლათ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე და საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა. შესწავლა ოქტომბერში დაამთავრეს, მაგრამ ალბათ საქმის დახურვამდე ხმას არ ამოიღებდნენ!

გვახსოვდეს, ვინ რის მაქნისია და რას აკეთებდა… წლების შემდეგ ასეთები რომ ერის მფარველ ანგელოზად არ მოგვევლინონ!

პ.ს. აწი შეუძლია აღარ მობრძანდეს, ისევ თავის მფარველ გახარიას გაუწიოს კონსულტაციები!-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში,,სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ხორავას საქმის შესახებ დაუსვეს