,,სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის”

სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კითხვით მიმართა შს მინისტრ გიორგი გახარიას, დაგეგმილი რეფორმები რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას.

“ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, – მიმართა გახარიას სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო მომჩივნების სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ლომჯარიამ ფეისბუქზე მომწერა, მეგობრებში დამამატე რომ კომენტარი გავაკეთო სტატუსზეო