ცოტნე გამსახურდია: “ესაა საზოგადოებისთვის, მართლწესრიგისთვის შეფურთხება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!”

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

“არ მაინტერესებს, ვის მოსწონდა ალექსი პეტრიაშვილი და ვის – არა. აქ საქმე იმაშია, რომ ესაა საზოგადოებისთვის, მართლწესრიგისთვის შეფურთხება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ამიტომ ამ ყველაფერზე ხელისუფლება ვიღაც პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი ტიპუსების ენით კიარ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ – მისთვის ღირსების საქმედ უნდა იქცეს ამ დაქირავებული გარეწრების დასჯა.
იყო დრო, როდესაც ასეთ საქციელს თავად ხელისფლება სჩადიოდა: შევრდნაძის, სააკაშვილის დროს, ზონდერები უსწორდებოდნენ რეჟიმზე აუგის მთქმელებს. მომხდარი არათუ ნაკლები, უფრო მეტი უბედურებაა, როცა გაურკვეველი მაფიოზური სინდიკატი ამას ბედავს ასე თავხედურად, ეს ყველა მოქალაქისთვისაა ძალზე ცუდი გზავნილი. დღეს არამხოლოდ ერთი – ხელისუფლების მხრიდან, არამედ ყოველმხრივ დაუცველობის მაჩვენებელია. აქედან ჯუნგლებამდე, ოთხმოცდაათიანებადე – ერთი ნაბიჯია!”-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებზე უარი განაცხადა