ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 29, 2016 22:54

ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ

მნიშვნელოვანი

  • ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ

სხვა სტატიები

OZURGოზურგეთის დასუფთავების სამსახური უკვე წელიწადია გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ ”გურიის მოამბე” ავრცელებს.
ადგილზე მომუშავე ადამიანები ”გურიის მოამბესთან” ანონიმურად ჰყვებიან, რომ იმ მომენტისთვის გუბერნატორის ეზოს დასუფთავებას ახორციელებდნენ:

“ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ, ვჩეხავთ ზედმეტ ძირებს, გაგვაქ ტერიტორიიდან ნაგავი, ვხვეტავთ კარ-მიდამოს, ამას წინათ ღობეებს ვღებავდით“.

„გაზი კომპანია “სოკარმა” უფასოდ შემოუყვანა, დაუმონტაჟა და ღობეებიც გაუკეთა.”-ჰყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.

რამდენიმე დღის წინ ”გურიის მოამბის” გავრცელებული ინფორმაციით გურიის გუბერნატორის სიდედრი, ციური ნაცვალაძეც, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს.

“აგერ „გუშხამ“, ერთი კვირის წინ, თებერვლის პირველი ნახევარი იყო, როცა სიდედრი გარდაეცვალა, წაიყვანეს დილიდან ათხრევინეს ჩვენებს საფლავი, მოასვენეს მიცვალებული და ბოლო პატივიც სცეს, თურმე ქელეხის სუფრიდან საჭმელი გაუგზავნეს ე.წ.მესაფლავეებს – არ მოგერიდოთ მაინც ბიუჯეტი იხდისო. ღმერთმა აცხონოს, კარგი ქალი იყოო, ამბობენ, მაგრამ ჩვენც მონები ხომ არ ვართ.”-ჰყვება ამავე სამსახურის თანამშრომელი.

ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის, იგივე ა(ა)იპი “ოზურგეთის სერვის ცენტრის” თანამშრომლები გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვის სახლშიც ისინი უფასოდ, იძულებით მუშაობენ:

“ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს ბოხვაურში იგზავნება სპეციალური ბრიგადა, ხან რას აკეთებენ და ხან რას. აგერ, რა სალაპარაკოა მარა, ტუალეტიც ჩვენი ამოსათხარი დარჩა. ჩვენს გარდა იქ უამრავი საჯარო სამსახურია, ისინიც ჩვენსავით უფასოდ მუშაობენ. კომპანია “სოკარი” იმიტომ ავღნიშნეთ, რომ გაგვიკვირდა კერძო კომპანიებიც თუ ჩვენსდღეში იყვნენ არ ვიცოდით”-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 29, 2016 22:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics