ცოტნე გამსახრუდია: ასლან აბაშიძემ გაოცებულმა მკითხა: ცოტნე, კი მაგრამ….

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს“სალომე ზურაბიშვილმა რომ საკუთარი გერი უკონკურსოდ მრჩევლად დაინიშნა, იმაზე მომაგონდა. დიდი ხნის წინ, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და მამაჩემის მმართველობის პერიოდზე ვლაპარაკობდით, ასლან აბაშიძემ გაოცებულმა მკითხა: ცოტნე, კი მაგრამ, ნათესავები არ გყავდათო?

ამ ერთ წინადადებაში ცხადად გამოჩნდა მორალური განსხვავება ზვიად გამსახურდიასა და მის შემდგომ მმართველებს შორის. მაგრამ ობიექტურად არის ის მდგომარეობაც, რომ აქ გვერდში ქვეყნის სიყვარულით და მისთვის კარგის ქმნისათვის კიარა, ნათესაობის გამო თუ დაგიდგებიან; ქვეყნისათვის კიარა, ფულის და კეთილდღეობის სიყვარულისთვის…

აქ ხომ არ არსებობდა და ვერ ჩამოყალიბდა (ან კი როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო) გერმანული ან ინგლისური ბიუროკრატიული კორპუსი, პატრიოტი და არა კოლონიზატორის აღზრდილი ინტელიგენცია, სამოქალაქო საზოგადოება, განათლებული და წესიერების, ქვეყნის მსახურების იდეალებზე აღზრდილი ოჯახები… ამავდროულად მეზობლად გვყავს ძალა, რომელიც ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე აიყოლიებს ამ ქვეყნის მოქალაქეების იმხელა ნაწილს, რომ კისერი მოუგრიხოს მცირერიცხოვან და სუსტ ხელისუფლებას, რომელსაც მტაცებლური ინსტინქტებით სხვების მჯობნი კაციჭამია ვირთხები არ უდგანან მხარში. ამიტომაც გაითვალისწინა ყველა შემდგომმა მმართველმა პირველი პრეზიდენტის ბედი და “შეცდომა”, და საკუთარი სამეგობრო-სანათესაოს მეშვეობით და აყვავებით შეინარჩუნა ძალაუფლება.

მაგრამ ამ ხალხს, რომლისთვისაც საკუთარი ნათესავის დანიშვნა და ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული კორუფცია/ბიზნესი ჩვეულებრივი ამბავია, არ ესმის: უმეცრების და უსაქმურების გამდიდრება ხელისუფლებაში მათი შრომის და ქონების ხარჯზე ხდება! ან ესმის და ჩუმად არის: ოცნებობს, ჯამიდან იქნებ ნამცეცები მაინც შემხვდესო!”,-წერს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი Facebook-ზე საკუთარ გვერდს ხურავს
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: გარუსების პოლიტიკა უკიდურესად არის გამეფებული