მღვდელმონაზონი ანდრია სარია: გარუსების პოლიტიკა უკიდურესად არის გამეფებული

რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე ან ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობისათვის რაიმე სათნო ქმედება რომ გვახსენდებოდეს ისტორიის მანძილზე კიდევ შესაძლებელი იქნებოდა ,,დიპლომატიის” ენით საუბარი, მარგამ მუდმივმა მუქარამ, ლანძღვამ და მათი მხრიდან გაუმაძღრობამ ქვეყნის წინააღმდეგ სტაბილური ხასიათი მიიღო.

სწორედ ამ მომენტის გაცნობიერებამ აღმიხილა გონების თვალი, შეიძლება ითქვას რომ დღემდე იგრძნობა ტვირთი მონობისა და უკვე შეუძლებელია მეტის მოთმენა, როგორც წმინდა ამბროსიმ თქვა: შევიგნე ჩვენი ეკლესიის მონობაში ყოფნის აუტანლობა, მდგომარეობის სიმწვავე, – ის, რომ მორწმუნე ერში გამეფებული არაქრისტიანული რეჟიმის გამო ჩქარის ნაბიჯით მივექანებით გაურწმუნოების გზაზე… გარუსების პოლიტიკა უკიდურესად არის გამეფებული. შეუძლებელია ქრისტიანს ამ მოვლენებმა არ ჩაუსახოს პროტესტის აუცილებლობა.

საქართველოს ეკლესია თავისუფალია, მაგრამ ამავე დროს უნდა გავაცნობიეროთ, რო მისი ხილული მომავალი ჩვენს ხელშია და ვინც დაინტერესებულია სარწმუნოებრივი კითხვებით, აუცილებელია მის გამაგრებას სწორი პოზიციით ხელი შეუწყოს. რუსეთის საპატრიარქომ გააუქმა საქართველოს ავტოკეფალია, გაძარცვა საქართველო ეკლესია ეგზარქოსების მეშვეობით. ესეც არ გვაკმარა და აგვიკრძალა ქართულად მსახურება, ასევე საუბარი, დაშვებული იყო რუსული ენა ქართველებისთვის. ჩვენს პატრიარქებს გამუდმებით დასცინოდნენ, ამის მაგალითია ანტონ კათალიკოსის იძულებით გაწვევა მოსკოვში. კეთილად რომელი მეზობლური აქტი გვახსენდება რუსეთის მხრიდან? არცერთ ერს ისე ბოროტულად არ ექცევა რუსეთი, როგორადაც ქართველებს.

ამაში დასარწმუნებლად დღევანდელი დამცირება და შეურაცხყოფის გახსენებაც კი საკმარისია! რა ,,ვჭამეთ” ისეთი, რომ ,,გაძღომას” არ გვპატიობს მოსკოვი! განა რუსეთმა არ მოხსნა სვეტიცხოველს გუმბათი?! რუსეთმა ადრე და ახლაც ისე წაგვკიდა ერთმანეთს, ამ ,,აღორძინების” ხანაშიც სული ვერ მოვითქვით! განა რა გვაქვს ქვეყნის შიგნით გასაყოფი? ან გარეშე მბრძანებლებს რატომ ვაფუფუნებთ ასე კადნიერად გვესაუბრონ?! შხამიანი ინტრიგების ხლართვა არასდროს უჭირდათ და დღესაც აგრძელებენ წინაპრებისგან დაბარებული ანდერძის შესრულებას!

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახრუდია: ასლან აბაშიძემ გაოცებულმა მკითხა: ცოტნე, კი მაგრამ….
შემდეგი სტატიაბაია პატარაია: პირველივე მიმღები პოლიციაში რომ რეკავდეს, დანაშაული სულ სხვა მასშტაბს შეიძენდა და “სოციალურ მკვლელობას” აღარ გაუტოლდებოდა