ცოტნე გააღვიძეს-ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია“ – წერს კონსტანტინე გამსარხუდია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრუსელში არ ყოფილა დაგეგმილი