თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება, ის საქართველოს მოქალაქეა. პაციენტი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალგაზრდა თავად მივიდა კლინიკაში, რადგან მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ჩინეთში მუშაობს და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ, მას სხვა ტიპის ვირუსი აქვს და არა კორონავირუსი, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.

banner
წინა სტატიაშისენაკში ხანძარს 96 წლის ქალბატონი ემსხვრეპლა
შემდეგი სტატიაცოტნე გააღვიძეს-ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია