“ცოტა ხანში მთავრობა იტყვის, რომ პრეზიდენტი გაგიჟდა და გაკოჭილს ასათიანზე დააწვენენ”

პრეზიდენტის მისამართით მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ნიკა რურუა ფეისბუკზე ეხმაურება:

„ალბათ, ცოტა ხანში მთავრობა იტყვის, რომ პრეზიდენტი გაგიჟდა, როცა სიმთვრალის დაბრალება აღარ გაჭრის, და გაკოჭილს ასათიანზე დააწვენენ. და თან დასძენენ რომ “ჩვენთან ყველა – პრეზიდენტიც და ყოველი ჩვენგანიც თანასწორია.”

და მერე უხერხულად და სხაპასხუპით დააყოლებენ: “ნუ, ის ერთი კაცი, ყველაზე უფრო თანასწორია, მაინც.”- წერს ნიკა რურუა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცავების მიერ მისი ოჯახის წევრზე განხოციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ არასერიოზულად შეაფასა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

banner
წინა სტატიაში“ძალიან გამიჭირდება ამაზე რაიმე სერიოზული ვთქვა”- ფიქრია ჩიხრაძე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიარა აკავშირებს “სოფლელ” ივანიშვილს და “პრადვინუტ” სააკაშვილს ერთმანეთთან?